პროექტის სახელი – OUR FRAGILE PLANET
პროექტის მიზანი – მოსწავლეები გააცნობიერებენ ძირითად ეკოლოგიურ პრობლემებს; მათ ჩამოუყალიბდებათ ფაქიზი და მეგობრული დამოკიდებულება ბუნების მიმართ; მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფში მუშაობის უნარ–ჩვევები.
პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ ძირითად ეკოლოგიურ პრობლემებს, გააცნობიერებენ მათ გლობალურ ხასიათს და მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს.
მოსწავლეთა ასაკი – 7 კლასი.
ვადები/ ხანგრძლივობა – სამი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები:
ჯგუფების ჩამოყალიბება (1. წყლის დაბინძურების ექსპერტები, 2. ჰაერის დაბინძურების ექსპერტები, 3. ტყის განადგურების ექსპერტები, 4. ცხოველების გადაშენების ექსპერტები).
ჯგუფებისთვის თემების შერჩევა და განაწილება;
ჯგუფების ლიდერების შერჩევა და დავალების განაწილება ჯგუფების წევრებს შორის.
პრეზენტაციის თარიღის დანიშვნა.
ღია გაკვეთილის ჩატარება.
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები მოამზადებენ და წარადგენენ მათ ნამუშევრებს პრეზენტაციების სახით ღია გაკვეთილზე; პროექტის განხილვის შემდეგ ისინი უფრო მეტად იზრუნებენ ბუნებაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასკოლო სახელმძღვანელოები, ინტერნეტ საიტები, ფოტოსურათები.
საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი – მარინა გორგაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა – marinagorgadze.gorgadze@gmail.com